[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
შსს-მ ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
06-03-2015, 00:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

 

შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი: 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი არჩილ ა, 1982 წელს დაბადებული, წასრულში ორჯერ ნასამართლევი ბექა ა, 1991 წელს დაბადებული ლაშა ჟ. და 1975 წელს დაბადებული კობა მ. გამოძალვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

 


გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის თებერვალში მოქალაქე ანატოლი მ-ს გამოგონილი სახელებით გაეცნენ, რამდენჯერმე შეხვდნენ და ძალადობის მუქარით, თავიანთი ახლობლის ვითომდა ვალი - 1000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. მათ ანატოლი მ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოქალაქეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

 


დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

 


გამოძიება ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი