საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის დაზვერვის ოცეული უელსიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დიდ ბრიტანეთში გამართულ სწავლებაში „Cambrian Patrol 2016“ ქართულმა ოცეულმა მედალი 48 საათის განმავლობაში 61 კილომეტრიანი დისტანციის დაფარვისა და ამ მარშრუტზე 10 სახის სადაზვერვო დავალების შესრულებაში მოიპოვა. ქართველ სამხედროებს ჯილდო მე-6 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონ პენელმა გადასცა.
„Cambrian Patrol“ პირველად 1959 წელს ჩატარდა. სწავლებას საფუძვლად დაედო უელსის ტერიტორიული არმიის სამხედროების მიერ ჩატარებული ერთკვირიანი ტრენინგი. მის მიზანს სადაზვერვო რაზმების ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს. საქართველოს შეიარაღებული ძალებმა „Cambrian Patrol“-ში წელს უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა.
სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფთან ერთად, მონაწილეობა ლატვიის, მექსიკის, ნეპალის, კანადის, იტალიის, გერმანიის, პაკისტანის, ავსტრალიის, ჩეხეთის, ახალი ზელანიის, ინდოეთის, ირლანდიის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ბელგიის, ჩილეს, ბრაზილიის, კოსოვოსა და შვეიცარიის 140-მდე საპატრულო ჯგუფმა მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.