დავით რაქვიაშვილი: მისასალმებელია, რომ ვარშავის სამიტზე მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილება უკვე ითარგმნება პრაქტიკულ ნაბიჯებში
27-10-2016, 09:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ნატო-ს მინისტერიალის გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი შეფასებით, დღევანდელი გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავების კარგი შესაძლებლობაა.

 

 

"მისასალმებელია, რომ ვარშავის სამიტზე მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილება უკვე ითარგმნება პრაქტიკულ ნაბიჯებში. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოს კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტის ორმხირვი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა. უშიშროების საბჭო და მისი შემადგენელი ყველა უწყება ყველა ნაბიჯს გადადგამს, რომ ეს განხორციელდეს”, - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

 

 

ექვსი მოკავშირე - კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და აშშ შავი ზღვის რეგიონში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალების განთავსებას დათანხმდა, - აღნიშნული განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

 

 

მისი თქმით, აღნიშნული ზომა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება.

 

 

"ჩვენი ძალები ნამდვილად მრავალეროვნული იქნება. ნატო დგას როგორც ერთი ორგანიზაცია და ჩვენს ნებისმიერ მოკავშირეზე თავდასხმა ყველა ჩვენგანზე თავდასხმაად ჩაითვლება.

 

 

ალიანსი აკეთებს იმას, რასაც ამბობს. დღეს განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს გაძლიერება. მრავალეროვნული ბრიგადა რუმინელების ხელმძღვანელობით, ხმელეთზე განთავსდება. ვმუშაობთ საჰაერო და საზღვაო ზომების დახვეწაზე", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი