"ნაციონალური მოძრაობა" ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორსა და პარტიის წარმომადგენლებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრობს
27-10-2016, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ახალციხეში პარტიის რამდენიმე წარმომადგენელს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

 

როგორც ელენე ხოშტარიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ამის შესახებ მას ინფორმაცია დეპუტატმა, დავით დარჩიაშვილმა მიაწოდა. მისივე თქმით, ინციდენტში გუბერნატორი უშუალოდ იყო ჩართული.

 

 

"ჩვენ დეპუტატი დავით დარჩიაშვილი დაგვიკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ საარჩევნო შეხვედრაზე, რომელზეც ის პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად მიდიოდა, მათ ბუნებრივია თან ახლდნენ ჩვენი შტაბის წევრები. ერთ-ერთი ადამიანი იყო კამერით. ამ ადამიანს დაეწია გუბერნატორის მანქანა, რომლიდანაც გადმოვიდნენ ადამიანები და გუბერნატორის თანდასწრებით მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

 

გარდა ამისა, თავად გუბერნატორი ფაქტიურად მონაწილეობდა ძალადობაში. ის პირდაპირ ღიად ამბობდა, რომ ყველა ადამიანს, რომელიც ”ნაციონალურ მოძრაობასთან” იქნება ასოცირებული, ან ხმას მისცემს მას, ასე მოექცევიან. ღია დაშინებაზე იყო გადასული.... ეს არჩევნები სამართლიან ვითარებაში არ მიდიოდა, თუმცა ახლა ვხედავთ კიდევ უფრო თავხედურ ფორმას, როცა პირდაპირ გუბერნატორი არც ერიდება არაფერს, პირდაპირ არის ჩართული ძალადობაში", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

 

თავად სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, აკაკი მაჭუტაძის თქმით, მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

 

 

"ეს არის მტკნარი სიცრუე. სამსახურში ვარ, კაბინეტში, გამოვედი აივანზე სიგარეტი რომ მოვწიო. მთელი დღე სამსახურში ვიყავი", - განაცხადა "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას გუბერნატორმა.

 

 

ელენე ხოშტარიას თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მომხდართან დაკავშირებით, საქმის კურსში არასამათვრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს ჩააყენებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი