ირმა ინაშვილი: აი, ამ სიმართლეს არ ეუბნებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერები საზოგადოებას - ნატო რეალურად ჩვენ არ გვთავაზობს წევრობას
27-10-2016, 10:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო შემოდის საქართველოში, წვრთნებს აწარმოებს. ნატო ამბობს, რომ კარი ღიაა, მაგრამ არ გიღებთ, - აღნიშნული განცხადება "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გააკეთა.

 

 

მისი თქმით, ნატო არ აპირებს საქართველოს გაწევრიანებას, თუმცა, ამის შესახებ პოლიტიკური ძალები საზოგადოებას არაფერს ეუბნებიან.

 

 

"რუსეთს ღიად აქვს დეკლარირებული, რომ საფრთხეა ჩემი მეზობელი ქვეყნების გაწევრიანება ნატო-ში. მაგრამ გვიღებს ჩვენ ნატო კარს? მოდი, სიმართლე ვუთხრათ ჩვენს ხალხს. ვუთხრათ ის, რასაც ამბობს ნატო-ს გენერალური მდივანი, ობამა, ოლანდი, მერკელი, რომ სამწუხაროდ, საქართველოს არ იღებენ ნატო-ში. სამაგიეროდ, ნატო გეუბნება რომ ვითანამშრომლოთ....

 

 

ჩვენი ქვეყანა რისკების ქვეშ დგას. ნატო ვერ ახერხებს დაიცვას ჩვენი ქვეყანა, რომელიც არის კვლავ რისკების ქვეშ, გნებავთ იგივე რუსეთის მხრიდან, ვინაიდან ნატო რეალურად ჩვენ არ გვთავაზობს წევრობას. აი, ამას არ ეუბნებიან, ამ სიმართლეს არ ეუბნებიან არც პოლიტიკური პარტიის ლიდერები საზოგადოებას ქვეყანაში....

 

 

დააკვირდით ტენდენციას, არავინ არ ამბობს, რომ ობამა არის რუსეთის აგენტი ან ოლანდია რუსეთის აგენტი. აი, თუ ირმა ინაშვილი იტყვის, რომ კი ნატო კარგია, მაგრამ ნატო-ს ჩვენ გუშინწინ უნდა მივეღეთ. ამასობაში ჩემმა ქვეყანამ მიწები დაკარგა, ვიდრე ნატო გვეუბნებოდა რომ კარი ღიაა, მაგრამ ვერ გიღებთ. ჩვენი მიწების 22% წაიღო. და ჩვენ ისეთი ნატო გვინდა და ნებისმიერი ისეთი ორგანიზაცია გვინდა, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტს დაიცავს და რისკების ქვეშ არ დააყენებს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა "რუსთავი 2"-თან საუბრისას ირმა ინაშვილმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი