მიხეილ სააკაშვილი: ზოგი ციხეშია, ზოგი ქვეყნიდან არის გაგდებული - სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება
27-10-2016, 11:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. სააკაშვილის განცხადებით, "გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ივანიშვილი ინტრიგების დანერგვას ცდილობს". 

 

 

"გაყალბებული და მანიპულირებული არჩევნების შემდეგ, ივანიშვილი ცდილობს, დანერგოს უიმედობა, განხეთქილება, ინტრიგები. მას ეს არ გამოუვა იმიტომ, რომ ჩვენ გვინახავს ბევრად უკეთესი საქართველო და ჩვენ ვიცით თუ რა არის პროგრესი, რა არის აღმშენებლობა და ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ რა სასწაულების მოხდენა შეგვიძლია, როდესაც  ერთ მუშტად ვართ შეკრული.

 

 

ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, ეს არის ჩვენი ქვეყანა, სადაც არ უნდა ვიყოთ - ზოგი ციხეშია, ზოგი ქვეყნიდან არის გაგდებული, ზოგი ადგილზე აგრძელებს ბრძოლას, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა.

 

 

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საბრძოლო ველი ჩვენი იდეების გასატარებლად, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ პარლამენტი, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სახელმწიფო დაწესებულებები, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის, რაც დარჩა თავისუფალ ქართულ მედიაში, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა მშვიდობიანი ფორმა, პოლიტიკური აზრების, პროტესტის გამოხატვის. ჩვენ ვერ შევეგუებით და არ შევეგუებით სიცრუეს და ერთი ტლუ რუსი დანაშაულებრივი ოლიგარქის მიერ საქართველოს საკუთრებად მიტაცებას. საქართველო ბევრად უკეთეს ხვედრს იმსახურებს. მინდა ვუთხრა ყველას, ვინც იბრძვის, მინდა ვუთხრა ჩვენს მომხრეებს - ჩვენ მათ შორის, მეორე ტურის არჩევნებზე უნდა ვაჩვენოთ ჩვენი აქტიურობა, რომ ხელები არ ჩამოგვიშვია", - აცხადებს სააკაშვილი.

 

 

იგი იმ ადამიანებსაც მიმართავს, რომლებსაც მისი თქმით, "უღალატეს პარტიებმა". ყოფილი პრეზიდენტი მათ არჩევნების მეორე ტურზე "საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ" მოუწოდებს.

 

 

"ჩვენ უნდა ვუთხრათ ასევე იმათ, ვისაც უღალატეს, იმ პარტიებმა, რომელთაც ხმა მისცეს, ჩვენ მათ წინასწარვე ვაფრთხილებდით, რომ ისინი ფულზე გაყიდული პოლიტიკანები იყვნენ და მათ პოლიტიკასთან საერთო არაფერი ჰქონდათ.

 

 

მათმა ამომრჩეველმა არაფერი დააშავა და მე ვფიქრობ, მეორე ტური ასევე არის ამ ამომრჩევლებისთვის მათი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. რა თქმა უნდა, ბრძოლა არ მთავრდება, არც მეორე ტურით და არც ამ გაყალბებული არჩევნებით, ბრძოლა გაგრძელდება და ბევრად უფრო სწრაფად მოვიშორებთ ამ უბედურებას, ვიდრე ბევრს ჰგონია. მე დარწმუნებული ვარ ჩვენს ძალებში, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ყველა ერთად ვაკეთებთ. ჩვენ გვყავს საქართველოში უამრავი მომხრე, გაყალბებული ბიულეტენების, მანიპულაციების გათვალიწინებით 600 ათასამდე ადამიანმა დაგვიჭირა ამ არჩვენებზე ხარი. ეს არ არის ცოტა საქართველოში, ეს ძალიან ბევრია და მინდა თითოეულ ადამიანს ვუთხრა მადლობა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მომავალშიც თქვენ უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი და ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს თქვენი იმედი”, - აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც მისი "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი