„სტარტაპ მეგობრული" - კიდევ ერთი ახალი პროექტი ბიზნესის ხელშეწყობისთვის, რომელიც დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" გაგრძელებაა, იწყება.
პრეზენტაციას, რომელიც დღეს 11:00 საათზე, ტექნოპარკში გაიმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრებიან.
"პროექტი სტარტაპებს მსხვილ ბიზნესკომპანიებთან, ურთიერთობის დამყარებაში შეუწყობს ხელს, ხოლო მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს სხვადასხვა დარგის განვითარების პროცესში ჩართვისა და ორმხრივად სასარგებლო ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მისცემს.
„სტარტაპ მეგობრული" სტარტაპებს განვითარებასა და ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების შექმნასა და ახალგაზრდა, დამწყები ბიზნესმენების წახალისებას შეუწყობს ხელს.
პროექტ „სტარტაპ მეგობრულის" პრეზენტაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო გამართავს. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან, როგორც დამწყები, ისე - მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.