მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის შესახებ, მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის დასახმარებლად, ევროკავშირი 75 მლნ ლარის (30 მლნ ევროს) მოცულობის პროგრამას იწყებს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროგრამა სრულ შესაბამისობაშია ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან, ასევე საქართველოს საჯარო მმართველობის ეროვნულ სტრატეგიასთან და ეყრდნობა ხუთ ძირითად პრინციპს.
"საჯარო მმართველობის რეფორმა აერთიანებს სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სფეროებს, როგორიცაა: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა, ანგარიშვალდებულება; სახელმწიფო სერვისების მიწოდება; საჯარო ფინანსების მართვა; ადგილობრივი თვითმმართველობა.
საჯარო მმართველობის რეფორმა, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით, 2014 წლიდან ხორციელდება და გამჭვირვალე, პროგნოზირებადი, პასუხისმგებელი და გულისხმობს ეფექტური სახელმწიფო მართვის სისტემის შექმნას და განვითარებას, რომელიც დააკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნებს და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.