იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირველად მოსამართლეებს უვადოდ დანიშნავს. საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კენჭი ეყრება იმ 12 მოსამართლეს, რომლებსაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა 29 ნოემბერს ეწურება.
12 მოსამართლეს შორის არიან ნატალია ნაზღაიძე, გიორგი მიროტაძე, გერმანე დადეშქელიანი, ნინო შარაძე, ციცინო კიკვაძე, მერაბ ღვინიაშვილი, ნანა ჯანხოთელი, გოჩა ფუტკარაძე, ხათუნა ხომერიკი, ნანა ჭიჭილეიშვილი, მურთაზ მეშველიანი და ლევან მიქაბერიძე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას და უვადოდ დანიშვნისთვის მოსამართლეს საბჭოს ათი წევრის მხარდაჭერა სჭირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.