საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მღებრიშვილმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მობილიზებულია.
"თქვენ იცით, რომ საერთაშორისო ექსპერტებმაც აღიარეს არჩევნების პირველი ტურის მშვიდ ვითარებაში გამართვა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ტურიც ჩატარდება მშვიდ ვითარებაში. მოქალაქეებს ექნებათ საკუთარი არჩევანის გამოხატვის საშუალება. შს სამინისტრო მობილიზებულია და არ დავუშვებთ არანაირ არეულობას", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.