გიორგი კვირიკაშვილი: ევროკავშირი ერთ-ერთი უდიდესი დონორია, რომელიც აქტიურად გვეხმარება ქვეყნის დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების საქმეში
28-10-2016, 04:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 30 მილიონი ევრო, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო, საჯარო მმართველობის რეფორმას მოხმარდება.

 

 

პრემიერმა ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მრავალი წარმატებული რეფორმა საქართველოში სწორედ ევროკავშირის თანადგომის შედეგია.

 

 

"მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლობას, პირადად ბატონ ელჩს გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის. ევროკავშირი ერთ-ერთი უდიდესი დონორია, რომელიც უკვე მრავალი წელია, აქტიურად გვეხმარება ქვეყნის დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების საქმეში. მრავალი წარმატებული რეფორმა საქართველოში სწორედ ევროკავშირის თანადგომის შედეგია. მხოლოდ 2011 წლიდან დღემდე, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების სახით, საქართველომ ევროკავშირისგან 450 მილიონზე მეტი ევრო მიიღო. ასევე, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვანი სფეროს რეფორმირებაში აქტიურად გვიჭერს მხარს, იქნება ეს საქართველოში მოქმედი დონორი და საერთაშორისო ორგანიზაცია თუ ჩვენი არასამთავრობო სექტორი. დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმა, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ საჯარო მმართველობის სფეროში, უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების, ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისა და ეკონომიკური წინსვლის კუთხით“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ მმართველობის რეფორმა, რომლის განხორციელებასაც მთავრობა გეგმავს, ოთპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულება და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა.

 

 

პრემიერის თქმით, "„საჯარო მმართველობის რეფორმა მიზნად ისახავს ეფექტიანი სახელმწიფო მართვის სისტემის შექმნას, საჯარო სამსახურისა და პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის მოდერნიზებასა და ამ სფეროში ევროპული გამოცდილების დანერგვას".

 

 

"ამ რეფორმის ფარგლებში ჩვენ უკვე შევძელით კონკრეტული და ხელშესახები შედეგების მიღწევა. შევიმუშავეთ ახალი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც პარლამენტმა შარშან ოქტომბერში დაამტკიცა. ჩვენმამთავრობამ დაამტკიცა პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე განხორციელების ფაზაშია. ჩვენ ვმუშაობთშედეგზე ორიენტირებული მართვის, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების სისტემების შემუშავებაზე, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია, ელექტრონული მმართველობა და სხვა მიმართულებები. სწორედ ამ ამოცანების წარმატებით განხორციელებას მოხმარდება ზემოაღნიშნული ფინანსური დახმარება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ თანადგომით, ჩვენ წარმატებით განვახორციელებთ საჯარო მმართველობის რეფორმირების მიმართულებით დასახულ მიზნებს, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი