იანოშ ჰერმანი: ევროკავშირი ამაყობს, რომ საქართველოს მთავრობისთვის არის მაგალითი და ამავე დროს მისი ძალისხმევის მხარდამჭერი
28-10-2016, 05:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირი ამაყობს, რომ საქართველოს მთავრობისთვის არის მაგალითი და ამავე დროს მისი ძალისხმევის მხარდამჭერი, - აღნიშნული განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

 

მისი თქმით, საქართველოს ეროვნული რეფორმების სტრატეგია, რომელიც 2015 წელს დამტკიცდა, ეფუძნება საჯარო ადმინისტრირების ევროპულ პრინციპებს.

 


"საჯარო ადმინისტრირების რეფორმა არის ჩვენი ერთობლივი მიზანი, ევროკავშირისა და საქარველოს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ეს რეფორმა არის ამ შეთანხმების მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეჭვგარეშეა, ჩვენ ვაღიარებთ საჯარო ადმინისტრირების რეფორმის მნიშვნელობას, რომელზეც მიმართულია ევროკავშირის ფინანსური დახმარების 25 პროცენტი. რეფორმების მხარდაჭერის ფარგლებში დღეს გამოვაცხადეთ 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ. ევროკავშირის კონტრიბუცია არის როგორც ფინანსური - ბიუჯეტის მხარდაჭერის გზით, ასევე ტექნიკური, ექსპერტების მობილიზების, ადმინისტრაციული პოტენციალის გაძლიერების გზით.... ველოდებით, რომ საჯარო ადმინისტრირების რეფორმა გამოიღებს შედეგებს, მათ შორის პოლიტიკის დაგეგმვის ხარისხის გაუმჯობესების, მოქალაქეების მომსახურების განვითარების, კორუფციის აღმოფხვრის, გამჭვირვალობის დონისა და საჯარო მომსახურების ხარისხის გაზრდის მხრივ. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ამ რეფორმის შედეგების შესახებ ინფორმაციის ფართო საზოგადოებისთვის მიწოდებას. მიგვაჩნია, რომ ფუნდამენტურია ამ პროცესისადმი საზოგადოების ნდობის გაძლიერება. მსურს ასევე აღვნიშნო, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა კომპლექსური, გრძელვადიანი რეფორმების წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია“,- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი