გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
28-10-2016, 05:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ის მთავარი პროექტები განიხილეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი მრავალი წელია ახორციელებენ.

 


შეხვედრაზე განხილული იყო ასევე ის საერთაშორისო პროექტები, რომლებშიც საქართველო მონაწილეობს. საუბარი შეეხო ენერგეტიკულ საკითხებს და ამ მიმართულებით აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს.

 


მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზეც იმსჯელეს.

 


„აზერბაიჯანული ინვესიტიცები, რომელიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა, ძალიან მოცულობითია და შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების თვალსაზრისით, პირველ ადგილს იკავებს.

 


შეხვედრაზე განხილული იყო ენერგეტიკის საკითხები- მოგეხსენებათ, „სოკარი“ აზერბაიჯანული კომპანიაა, რომელიც საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებს საქართველოში და ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს.

 


ჩვენთვის აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმალურად გავარღმავოთ ჩვენი თანამშრომლობა ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც და მომავალი წლის განმავლობაში, მაქსიმალური ენერგია ჩავდოთ ამ მიმართულებით.

 


უახლოეს მომავალში, ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენები ერთობლივ ბინზესპროექტებს დაიწყებენ, რათა ორივე ქვეყნის ეკონომიკა უფრო პროგრესირებადი იყოს“,-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ.

 


შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი