იანოშ ჰერმანი: მსურს შევაქო ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის ხარისხი
28-10-2016, 06:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირმა, 30 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების გამოყოფის თაობაზე, საქართველოსთან ხელშეკრულება გააფორმა - საქართველოს საჯარო მმართველობის სფეროს განვითარების მხარდაჭერის პროგრამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

 


ევროკავშირის ელჩის შეფასებით, საჯარო მმართველობა არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხერხემალი, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობის ნდობა საჯარო უწყებებისადმი. მისი თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერის პროგრამა დაეხმარება საქართველოს საჯარო მმართველობის სფეროს განვითარებაში.

 


ელჩმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებისთვის გამოჩენილი ძალისხმევისა და ევროკავშირთან წარმატებული დიალოგისთვის.

 


„ნება მიბოძეთ, პირადად გადაგიხადოთ მადლობა ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი თქვენი განსაკუთრებული ყურადღებისთვის. მსურს, ასევე, გამოვიყენო შესაძლებლობა და შევაქო ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის ხარისხი. ამ პროგრამის მზადების მთელი პროცესი ასახავდა ჩვენს შორის პარტნიორობის მაღალ დონეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პროგრამის განხორციელების მთელი პროცესი ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ დღეს წარმოდგენილი პროგრამის მიზნების მისაღწევად“,-აღნიშნა ჰერმანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი