საქართველოს საგარეო უწყება თურქეთსა და საქართველოს შორის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარების თაობაზე განცხადებას ავრცელებს
28-10-2016, 07:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთსა და საქართველოს შორის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

 


"უკვე რამდენიმე დღეა, თურქეთსა და საქართველოს შორის სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდულია. აღნიშნული შეფერხება გამოწვეულია საპასპორტო კონტროლის, ე.წ. ,,POL NET“ - ის სისტემის გათიშვის გამო და ვრცელდება არა მარტო სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, არამედ მთელი თურქეთის მასშტაბით: სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე. ამჟამად, პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, თუმცა, სისტემის გამართვის ზუსტი დრო უცნობია.

 

 

ამჟამინდელი ინფორმაციით, საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობს შეფერხებით, ვინაიდან დოკუმენტების კონტროლი უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე სისტემის მუშაობის პერიოდში.

 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს საქართველოს მოქალაქეებს:



საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც თურქეთის საზღვარი გადაკვეთეს პასპორტით, რომელშიც დატანილია საზღვრის კვეთის შტამპი და ფიქსირდება შესვლის თარიღი, თურქეთიდან საზღვრის გადმოკვეთა საქართველოს მიმართულებით უფრო მარტივად ხორციელდება, ვიდრე, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში შესულები არიან ID ბარათის საფუძველზე.

 

 

ასევე ყურადსაღებია, რომ საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრების ნებართვის მქონე მოქალაქეებს.

 

 

სარფში საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ადგილზე იმყოფებიან ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები.

 


საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაკავშირება ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე:


ქ. ტრაპიზონის გენერალური საკონსულო: +905413262226



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი: +995322945050", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი