"ქართული ოცნება": „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიჭრნენ „ქართული ოცნების" კარალეთის შტაბში და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შტაბის თანამშრომლებს
28-10-2016, 09:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნება" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ პროვოკაციის მოწყობაზე საუბრობს. პარტია აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

 

 

"დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო მორიგი პროვოკაცია. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიჭრნენ „ქართული ოცნების" კარალეთის შტაბში და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შტაბის თანამშრომლებს.

 


დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა საკუთარი სახე, რომ ძალადობა, პროვოკაციები და მუქარა არის მათი მოქმედების სტილი.

 


"ქართული ოცნება“ მოუწოდებს თავის წევრებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს არ აჰყვნენ მსგავს პროვოკაციებს.

 


ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანია არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში", - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი