გარდაცვლილი დემურ სტურუას დედა ნონა ჯოჯუა კიდევ ერთხელ, პროკურატურაში დაიკითხება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, საქმე ჯერ წინასწარი გამოძიების ეტაპზეა.
"რაც შეეხება ფაქტს, რომ წერილი არ არის დაწერილი გარდაცვლილის მიერ, მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ წერილზე ჩატარებულია ექსპერტიზა, და უტყუარად არის დადგენილი, რომ ეს დაწერილია გარდაცვლილის მიერ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დღევანდელი მტკიცებულება არ დასტურდება, თუმცა ვაპირებთ და უკვე შევეხმიანეთ დაზარალებულ მხარეს. იგი დაბარებულია და დაიკითხება მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ნონა ჯოჯუა ფიქრობს, რომ გოდერძი თევზაძე, რომელსაც სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ედება ბრალი, შეიძლება უდანაშაულო იყოს.
ჯოჯუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ წერილი, რომელიც სტურუამ თვითმკვლელობამდე დატოვა, შესაძლოა, სხვამ დააწერინა.
"წერილი ნამდვილად არის ჩემი შვილის ხელით დაწერილი, მაგრამ, როგორც ასეთი, წინა მხარეს არამგონია, რომ ჩემი შვილის აზრით იყოს დაწერილი, რადგან ეს წერილი დააწერინეს. წინა მხარეს არეულად წერია, მეორე მხარეს - დალაგებულად. განგებ დაადანაშაულა ვიღაცამ გოდერძი თევზაძე. არანაირი ინტერესი არ მაქვს, რომ გოდერძი თევზაძე მკვლელია", - განაცხადა დემურ სტურუას დედამ.
ნონა ჯოჯუა იხსენებს, რომ თევზაძე აღნიშნულ შემთხვევამდე, როდესაც ის უბნის რწმუნებული იყო, არაერთხელ დაეხმარა მის ოჯახს.
"როდესაც გოდერძი უბნის რწმუნებული იყო, ბევრჯერ დამიდგა გვერდით. არცერთი პოლიციელი არ დამხმარებია.... გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ სად არის გამოძიება, რას აკეთებს ამდენი ხანი, თუ ის მკვლელი არ არის, ნამდვილი მკვლელი რომ გარეთ დადის. ვფიქრობ, შეიძლება არ არის გოდერძი ნამდვილი მკვლელი და გარეთ არის ის ნამდვილი მკვლელი. შეიძლება, ის არის, რომ მაშინებს. ისიც მაინტერესებს, სადაა გამოძიება, რომ ჩემს შვილს ტელეფონის მოპარვას აბრალებდნენ. რომელიც ის ტელეფონი სხვა ბიჭმა მიიტანა ლომბარდში, ეს რატომ არ არის გამოძიებული. იმ ზომაზე ვარ უკვე, რომ არავის ვენდობი, რადგან ყველა გაიფანტა, ყველა წავიდა და დამტოვა. გაურკვევლობაში ვარ, მე მაინტერესებს ნამდვილი მკვლელი", - განაცხადა ნონა ჯოჯუამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.