გუმრუქჩუ: სარფის საბაჟოზე არ ყოფილა არანაირი ტერორისტული თავდასხმა ან ვინმეს დაკავება
28-10-2016, 10:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში თურქეთის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, სარფის საბაჟოზე ტერაქტის აღკვეთის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

 

 

"ეს იყო არასწორი ინფორმაცია. სამწუხაროდ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაზეთმა დაწერა გუშინწინ ამის შესახებ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. არ ყოფილა არანაირი ტერორისტული თავდასხმა ან ვინმეს დაკავება" - განაცხადა თურქეთის ელჩმა.

 

 

გუმრუქჩუ აცხადებს, რომ საზღვარზე ტექნიკური ხასიათის პრობლემებია.

 

 

"პრობლემები საზღვარზე არის, მაგრამ ეს ტექნიკური ხასიათის პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც პოლიცია და საბაჟოს სამსახური ცდილობს. სამწუხაროდ ეს პრობლემები ბოლო ორი დღეა გრძელდება და მათ გადასაჭრელად მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინაროებს. მსგავსი პრობლემა არ არის შექმნილი მხოლოდ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, საქართველოსთან საზღვარზე. ეს შეფერხება არის თურქეთის ყველა საზღვარზე და იმედი მაქვს, უახლოეს საათებში ან დღეში ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელი იქნება", - აღნიშნა გუმრუქჩუმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი