IRI: 8 ოქტომბერს საარჩევნო პროცესმა უმეტესწილად, მშვიდობიანად და ინციდენტების გარეშე ჩაიარა
28-10-2016, 11:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 8 ოქტომბერს საარჩევნო პროცესმა უმეტესწილად, მშვიდობიანად და ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

 

 

ანგარიში, რომელიც 9-21 ოქტომბერს მოიცავს, ნათქვამია, რომ აღინიშნებოდა ძალადობის, დარღვევებისა და უკანონო კამპანიის და/ან ზეწოლის მხოლოდ ცალკეული შემთხვევები. როგორც ორგანიზაციის წინასწარ ანგარიშში, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში აღნიშნულია, რომ საარჩევნო პროცედურები და ადმინისტრაცია არ იყო უნაკლო, თუმცა იგრძნობოდა გაუმჯობესება წინა წლებთან შედარებით. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მოკლევადიან დამკვირვებლებს არ შეუმჩნევიათ საკმარისი მტკიცებულებები კომისიის წევრების მიკერძოებულობის დასადასტურებლად; მათ აღნიშნეს, რომ საუბნო საარჩევნო კომისია იყო კარგად დატრენინგებული და დაკომპლექტებული, რაც საარჩევნო პროცედურის სწორად აღსრულებაში გამოიხატა.

 

 

„ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის 95%-ს ჰქონდა საკუთარი უფლება-მოვალეობების საფუძვლიანი ცოდნა და მათი 95% პროცედურებს სწორად უძღვებოდა. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის დამკირვებლებმა დააფიქსირეს შესწორებული შემაჯამებელი ოქმების დიდი რაოდენობა; ჩასწორებების გამო, ზოგ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შეუძლებელი ხდებოდა მათი გარჩევა. ყოველივე ამან გაზარდა უნდობლობა მთლიანი პროცესის მიმართ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის აცხადებს - აღნიშნული გაუმჯობესებების მიუხედავად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ უმეტეს შემთხვევაში დათვლის პროცესი წარმოადგენდა პრობლემას, რომელიც ჩრდილს აყენებდა საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციურობას.

 

 

ბევრ შემთხვევაში ორგანიზაციის მოკლევადიანმა დამკვირვებლებმა უბნებზე დააფიქსირეს ხარვეზები თვლის პროცესში, ცესკო-ს მიერ შედეგების გაუმჭვირვალედ და შენელებულად მოწოდების ფაქტები; ასევე, ეგზიტპოლები, რომლებიც მიკერძოებულობითა და ხშირ შემთხვევაში, არაპროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ. ორგანიზაციის მოკლევადიან დამკვირვებელთა 25%-მა შენიშნა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგნელების ან დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებში ან თვლის პროცესში ჩარევის მცდელობა; 12,5%-ის ინფორმაციით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ შეამოწმა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა მის გახსნამდე; 25%-მა აღნიშნა, რომ კომისიის მდივანმა გამოუყენებელ ბიულეტენებს არ მოაჭრა ყუა და/ან არ მოათავსა ცალკე კონვერტში; დამკვირვებელთა 43,75%-ის ინფორმაციით აღინიშნებოდა გარკვეული კითხვები და უკმაყოფილება ხმის დათვლის პროცესში“, - ნათვამია IRI-ის ანგარიშში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი