საქართველოს პრემიერ მინისტრი თურქეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა მეზობელ თურქ ხალხს რესპუბლიკის დღე მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში ვიზიტის დეტალები გაიხსენა.
„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული თურქეთსა და საქართველოს ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდათ. მინდა, გამოვხატო აღფრთოვანება თურქეთის სახელმწიფოებრიობის მშენებლობის დინამიკით. ასევე უნდა გავიხსენო რთული მომენტები, რომლებიც ჩვენ ყველამ გამოვიარეთ. მახსოვს, როგორ ვგეგმავდით თურქეთში ვიზიტს. გულახდილად უნდა გითხრათ, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია საკმაოდ პრობლემური იყო და ჩვენ გვირჩიეს ვიზიტის გადატანა. მე გადავწყვიტე, რომ ორ პილოტთან ერთად გავფრინდებოდი თურქეთში, მაგრამ ჩვენი ჯგუფის წევრებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ჩემთან ერთად იმგზავრებდნენ. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა. ყოველივე ეს ასახავს განსაკუთრებულ მეგობრობასა და ღირსშესანიშნავ პარტნიორობას ჩვენს ქვეყნებს შორის,“ - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
“ჩვენ ბევრი გვაქვს საამაყო ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკური განვითარება, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები, სადაც აღინიშნება პოზიტიური დინამიკა, მიუხედავად რეგიონში არსებული გამოწვევებისა. ასევე აღსანიშნავია კულტურული ურთიერთობები, ადამიანებს შორის კავშირები, ტურიზმი. რასაკვირველია, ამ ურთიერთობებს დიდი და ნათელი მომავალი აქვს წინ. ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ ნათელი მომავლის უზრუნველყოფაში. ვუსურვებ თურქ ხალხს სტაბილურობას! მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ ხართ საქართველოს ნამდვილი მეგობრები. მადლობას მოგახსენებთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, “ - აღნიშნა პრემიერმა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ. მისი თქმით, წელს რესპუბლიკის დღე გამორჩეულად აღნიშნება, რადგან 2016 წელი რთული იყო თურქეთისთვის. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თურქი ხალხისადმი გამოხატული უდიდესი მხარდაჭერისთვის და თურქეთისთვის მნიშვნელოვან დროს განხორციელებული ოფიციალური ვიზიტისთვის.
თურქეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატების, საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.