მახსოვს, როგორ ვგეგმავდით თურქეთში ვიზიტს. გულახდილად უნდა გითხრათ, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია საკმაოდ პრობლემური იყო და ჩვენ გვირჩიეს ვიზიტის გადატანა. მე გადავწყვიტე, რომ ორ პილოტთან ერთად გავფრინდებოდი თურქეთში, მაგრამ ჩვენი ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ ჩემთან ერთად იმგზავრებდნენ, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.
„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული თურქეთსა და საქართველოს ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდათ. მინდა, გამოვხატო აღფრთოვანება თურქეთის სახელმწიფოებრიობის მშენებლობის დინამიკით. ასევე უნდა გავიხსენო რთული მომენტები, რომლებიც ჩვენ ყველამ გამოვიარეთ. მახსოვს, როგორ ვგეგმავდით თურქეთში ვიზიტს. გულახდილად უნდა გითხრათ, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია საკმაოდ პრობლემური იყო და ჩვენ გვირჩიეს ვიზიტის გადატანა. მე გადავწყვიტე, რომ ორ პილოტთან ერთად გავფრინდებოდი თურქეთში, მაგრამ ჩვენი ჯგუფის წევრებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ჩემთან ერთად იმგზავრებდნენ. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა. ყოველივე ეს ასახავს განსაკუთრებულ მეგობრობასა და ღირსშესანიშნავ პარტნიორობას ჩვენს ქვეყნებს შორის,“ - განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.