შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო სექტორ „სადახლოზე“ ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრი გახსნეს.
„დღეს ჩვენ, DTRA-ს მხარდაჭერით, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე ვხსნით ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრს. ელექტრონული დაკვირვების სისტემის მოწყობა უნიკალური პროექტია, რომლის ტექნოლოგიურ მხარდაჭერასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი ტიპის სამეთვალყურეო სისტემა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაინერგა. მისი მიზანია საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერება და გაუმჯობესებული კონტროლი, რაც, თავის მხრივ, ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და უკანონო მიგრაციის შემთხვევების გამოვლენას და აღკვეთას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ღონისძიებაზე გიორგი მღებრიშვილმა.
შსს-ს ცნობით, მართვის ცენტრის მოწყობა DTRA-ს მიერ დაფინანსებული მწვანე საზღვრის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროექტის მიზანია სასაზღვრო სექტორებისა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიური სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების თანამედროვე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით აღჭურვა.
გახსნის ცერმონიას აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ერთობლივისაფრთხეების შემცირების დეპარტამენტის (DTRA) დირექტორი ელიზაბეტ ჯორჯი, შს მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი, საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.