თბილისის შიდა ტერიტორიების გამწვანების პროექტის ფარგლებში, ისანში, საცურაო აუზ „ოლიმპიკთან“ გამწვანების აქცია გაიმართა. აქციაში თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ჩაერთვნენ და 200-მდე შერეული სახეობების ხე-მცენარე დარგეს.
მერიის ცნობით, თბილისის სხვადასხვა რაიონში გასამწვანებელი ადგილები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად შეირჩა. ამჟამად შიდა ტერიტორიების ხეებით შევსება მათივე მონაწილეობით აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სეზონზე საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, სკვერებში და გამზირებზე 30 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება.
თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის თქმით, გამწვანების სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ტარდება, გამწვანების აქციებში მოსახლეობის ჩართულობა კი ძალიან მაღალია.
"მიმდინარე სეზონზე დედაქალაქი სულ 80 000 ნერგით განაშენიანდება. 50 000 ხე-მცენარე მახათას მთაზე და თბილისის ზღვის გარშემო დაირგვება. დასარგავი ხე-მცენარეების სიმაღლე 1,5-3,5 მეტრი სიმაღლის ფარგლებში მერყეობს. მათ შორის, 5 000 ნერგის სიმაღლე 2,5-3,5 მეტრია. საშემოდგომო გამწვანების პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
სპეციალისტების რეკომენდაციით საშემოდგომო გამწვანებისთვის შერჩეულ სახეობებს შორისაა თეთრი აკაციის, მინდვრის ნეკერჩხლის, იფანის, აღმოსავლური ჭადრის, ზეთისხილის, ჰიმალაის კედარის, კიპარისის, ნუშისა და ვერხვის ნერგები.
ნარგავების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები 4 წლის ვადით უზრუნველყოფენ", - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.