რიჩარდ ნორლანდი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე რუსეთის სამხედრო წვრთნებს აფასებს
06-03-2015, 02:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე რუსეთის სამხედრო წვრთნებს საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებს.

 


"ჩვენ ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სამხედრო წვრთნები, რომელსაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს, საერთაშორისო ნორმების დარღვევაა," განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებთან საუბრისას
ქუთაისში, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

ქართული საგარეო უწყების ცნობით, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები დაიწყო, რომელშიც 2 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ხუთასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, რაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას წარმოადგენს.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში გამოხატულია უკიდურესი შეშფოთება რუსეთის ფედერაციისადმი იმ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რაც საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი