პოლიტიკური გაერთიანება "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, პარტია მხარდამჭერებს მოუწოდებს მეორე ტურში მხარი არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ცალკეულ ადამიანებს დაუჭირონ.
”მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" პოზიცია ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ცნობილია - მიგვაჩნია, რომ არჩევნები ჩატარდა მძიმე დარღვევებით და რეალურად შეფერხდა ადამიანის თავისუფალი ნების გამოვლინება, როგორც პროცესუალურად, ისე შედეგების თვალსაზრისით.
მიუხედავად ამისა, "სახელმწიფო ხალხისათვის" მოუწოდებს მხარდამჭერებს, მიიღონ გადაწყვეტილება თავისუფალი ნებით, საკუთარი სინდისისა და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებით და მხარი დაუჭირონ არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ცალკეულ ადამიანებს, რომელნიც უკეთეს მონაწილეობას მიიღებენ საკანონმდებლო პროცესში და ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამოსწორებაში. ამომრჩეველმა კარგად უნდა გააცნობიეროს ქვეყნის წინაშე არსებული საჭიროებები, საფრთხეები და პრობლემები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები”, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.