გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „გარემოს ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები“- კონფერენციას დაესწრო.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება ტყვიით მოწამვლის პრევენციის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
კონფერენციაზე გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილებებით განპირობებული სამედიცინო ეკოლოგიური პრობლემები, დასახლებების ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მდგომარეობის ცვლილებებით გამოწვეული სოციალური პრობლემა, ტყვიის ზემოქმედების ტოქსიკური ეფექტები, ტყვიით ინტოქსიკაციის მკურნალობის ძირითადი პრინციპები და სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობასთან ასოცირებული ფაქტორები განიხილეს.
სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო კვირეულის მიზანია ტყვიის ტოქსიკურობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ქვეყნების და პარტნიორების ძალისხმევა ბავშვებში ტყვიით მოწამვლის თავიდან ასაცილებლად და საღებავებში ტყვიის გამოყენების აკრძალვა.
შეხვედრას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.