ლევან დავითაშვილი სენაკის მუნიციპალიტეტში თხილის გადამამუშავებელ კოოპერატივს ესტუმრა
29-10-2016, 04:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათში მდებარე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „სოფლის იმედი“ წევრებს შეხვდნენ და კოოპერატივის საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.

 


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კოოპერატივში „სოფლის იმედი“ 31 მეპაიე გაერთიანებულია. კოოპერატივი თხილის გადამუშავებას ახორციელებს.

 

 

"ENPARD-ის (განმახორციელებელი CARE international) ფარგლებში, კოოპერატივმა გრანტის სახით თხილის გადამუშავებისთვის საჭირო მოწყობილობები - თხილის საშრობი, სატეხი, კალიბრატორი და გამწოვი მიიღო.

 


2015 წელს კოოპერატივმა 300 ტონა თხილი გადაამუშავა. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.

 


დღეისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეგისტრირებულია 138 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - 32, აბაშის მუნიციპალიტეტში - 17, ხობის მუნიციპალიტეტში - 10, სენაკის მუნიციპალიტეტში - 11, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - 9, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - 31, მესტიის მუნიციპალიტეტში - 14, მარტვილის მუნიციპალიტეტში - 14), რომელშიც გაერთიანებულია 1984 მეპაიე.

 


სამეგრელოს რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის ძირითადი დარგებია: მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მებოსტნეობა, მემარცვლეობა, მეციტრუსეობა და მეთხილეობა.

 


,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირე გაბარიტიანი აგროტექნიკით აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში 55 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე გაცემულია 112 აგროკომპლექტი და 8 ხელის სათესი.

 


სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა ხელს უწყობს ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას, სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ადგილობრივი პროდუქციის წარმოების წახალისებას და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას.

 


17 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია 1647 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, სადაც გაერთიანებულია 14 238 მეპაიე", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი