პირველი ტურის ჩატარების შემდეგ ძალიან სერიოზული მუშაობა ჩავატარეთ იმისთვის, რომ შეგვესწავლა ყველა ის მეთოდი, რომლითაც ხელისუფლებამ გააყალბა და საკუთარ კანდიდატს მიუმატა ხმები, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა რურუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ბოლო პერიოდში მთაწმინდაზე დამატებულია 8000-მდე ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს არც ერთ მისამართზე. 2013 წელს სიაში ჩაწერილია 1908 ადამიანი, 2014 წელს - 2100, 2015 წელს -1800 და 2016 წელს - 3345 და მთლიანობაში ეს 8000-ზე მეტი გამოდის. 2016 წელს სიაში დაამატეს ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან 10 -15 წელია, ადამიანები, რომლებიც უკვე ორი წელია გარდაცვლილები არიან, ვინც ოდესღაც ცხოვრობდა აქ მაგრამ ახლა აღარ ცხოვრობს და სრულიად დაუდგენელი პირები, რომლებიც ასევე დაამატეს 2016 წელს საარჩევნო სიას", - განაცხადა რურუამ.
მისი თქმით, სიაში დამატებული ადამიანების რაოდენობა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ იყო გამოყენებული.
"ვინც არ არის ნამდვილი ამომრჩეველი და მონაწილეობას იღებს ამ საარჩევნო თაღლითობაში, ჩადის დანაშაულს, ამიტომ მოვუწოდებ მათ ყველას, რომ არ გახდნენ იარაღი კორუმპირებული ჩინოვნიკების ხელში, იმისთვის, რომ მოპარონ ჩვენს ადამიანებს ხმები. ჩვენ ვაპირებთ ამ მასალების გასაჯაროებას როგორც პროკურატურაში, ისე სასამართლოში, ვინც ამ თაღლითობაში იღებს მონაწილეობას აუცილებლად იქნება გამოვლენილი, გამოძიებული და შემდეგ ამ დანაშაულისთვის დასჯილი”, - აღნიშნა რურუამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.