თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ე.წ. კაბელების საქმის ფინანსურ ნაწილს აუდიტის სამსახური სწავლობს, ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
თორდიას განმარტებით, აუდიტის სამსახურმა საქმის შესწავლა მთავარი პროკურატურის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. მისი განცხადებით, პროკურატურამ აუდიტის სამსახურს საქმის მასალები 2014 წლის დეკემბერში გადაუგზავნა.
“გახმაურებული საქმის ფინანსური ნაწილის შემოწმება უკვე დაწყებულია და მასზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება," განაცხადა თორდიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.