ხვალ განისაზღვრება არა ის, რომელი მაჟორიტარი დეპუტატები დაიკავებენ საკუთარ ადგილებს პარლამენტში, არამედ ხვალინდელი კენჭისყრა განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა საქართველოში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა, მომავალი 4 წლის განმავლობაში, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, დავით ბაქარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, სწორედ "ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად" "ნაციონალურმა მოძრაობამ" მეორე ტურში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო.
"ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ძალიან მძიმე და უთანაბრო ბრძოლა, სადაც ხელისუფლება ყველანაირ რესურსს იყენებს. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ 45 ადგილი ვაჩუქოთ ”ქართულ ოცნებას”. სწორედ ამიტომ შევედით ამ ბრძოლაში და ჩვენ გვაქვს ქართული საზოგადოებისა და ამომრჩევლის იმედი.... მინდა მივმართო ჩვენი ამომრჩევლის იმ ნაწილს, რომელიც დღემდე არ უჭერდა მხარს ”ნაციონალურ მოძრაობას”, რომელსაც გააჩნია უკმაყოფილება ჩვენს წარსულთან ან აწმყოსთან დაკავშირებით, ხშირად თუნდაც სამართლიანი პრეტენზია ან უკმაყოფილება. ხვალინდელი დღე არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი განსხვავება ან პოზიციათა სხვაობა. ხვალინდელი დღე არის ის დღე, როდესაც ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ავიცილოთ თავიდან ამ ქვეყნის ერთპარტიული მომავალი. ამიტომ ის ადამიანებიც კი, ვინც მხარს არ უჭერდა ”ნაციონალურ მოძრაობას”, მაგრამ მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიას და აშინებს საქართველოს ერთპარტიული მომავალი, იმედი მაქვს მოვლენ და დააფიქსირებენ საკუთარ არჩევანს. მინდა მივმართო ასევე თითოეულ იმ ოჯახს, რომელზეც ამ კვირების მანძილზე ხორციელდებოდა ზეწოლა და დაშინება. ნუ გეშინიათ! არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც დაუპირისპირდება ნახევარ მილიონზე მეტ საკუთარ მოქალაქეს. ეს მათი შიშია და სწორედ საკუთარი შიშის გამო ცდილობენ თქვენს დაშინებას. ნუ მისცემთ საშუალებას წაგართვან უკეთესი მომავალი. მობრძანდით და მიეცით ხმა”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.