დავით უსუფაშვილმა "რესპუბლიკური პარტია" დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უსუფაშვილმა რამდენი წუთის წინათ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება.
"მე ამ პარტიაში ავიდგი ფეხი. მე პოლიტიკოსად მაქცია დავით ბერძენიშვილმა პერსონალურად და მე მას ვუხდი განსაკუთრებით მადლობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა უკვე სხვადასხვა ფლანგიდან, მაგრამ ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარების და წინსვლის უზრუნველყოფისთვის იმ საქმეს, რასაც ერთად ვემსახურებოდით", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.