ჩვენ ერთად მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ამიტომ მე ამ შემთხვევაში პარტიასთან ერთად, ასე ვთქვათ ჩაძირული ამ არჩევნების შემდეგ, ახლა ინდივიდუალურად გავაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
უსუფაშვილის თქმით, "რესპუბლიკური პარტიის" დატოვების შემდეგ, ის ოპოზიციური ფლანგიდან აქტიურ პოლიტიკას განაგრძობს.
"მე მექნება დიალოგი ყველასთან, ვინც თვლის რომ ახლა არ არის დრო პოლიტიკურად ხელების ჩამოშვების, პოლიტიკურად ყურების ჩამოყრის. არ არის დრო იმისა, რომ ასე ვთქვათ, უსასოობაში გადავვარდეთ. ყველა ადამიანს, ვინც არის ენერგიით და შემართებით სავსე, ვინც მზად არის, ძალიან სერიოზული, დამღლელი, მძიმე პოლიტიკური საქმიანობისთვის, მე მზად ვარ, ყველასთან მქონდეს პოლიტიკური დიალოგი. ყველასთან ვისაც საქართველო წარმოუდგენია ევროპის ნაწილად, ვისაც საქართველო წარმოუდგენია თავისუფალ ქვეყნად, ვისაც ლიბერალური დემოკრატია წარმოუდგენია იმ აუცილებელ ფუნდამენტად, რომელზეც უნდა დაშენდეს ისეთი სახელმწიფო, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობას უზურუნველყოფს, მე ამისთვის მზად ვიქნები", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.