"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" განცხადებას ავრცელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეებისგან არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო ბიულეტენზე „ქართული ოცნების“ კანდიდატების წინასწარ განსაზღვრული ფორმით შემოხაზვას ითხოვს. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - აღნიშნულაი განცხადებაში.
საბავშვო ბაღის მასწავლებლები გუშინ გამგეობაში დაიბარეს და უთხრეს, რომ ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს და ოთხკუთხედად შემოხაზონ საკუთარი ხელმოწერა, - განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა რურუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.