ხათუნა სამნიძე: დავით უსუფაშვილის წასვლა პარტიიდან ძალიან დიდი დანაკლისია
29-10-2016, 09:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, დავით უსუფაშვილის წასვლა პარტიიდან ძალიან დიდი დანაკლისია.

 

 

მისი თქმით, პარტიას არ ეყო დრო, რომ ამომრჩეველს ოპოზიციურ ძალად დაენახა. მისივე განცხადებით, სწორედ არჩევნების შედეგების ანალიზის შემდეგ წამოჭრილი საკითხების გამო მიიღო უსუფაშვილმა პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება.

 


"შედეგებმა და ჩვენმა წინასაარჩევნო კამპანიამ ცხადყო, რომ დაბალანსების პოლიტიკა და მთავარი პარტნიორის და მთავარი მრჩევლის პოლიტიკა კოალიციურ ერთობაში იყო მცდარი გზა და ასევე ჩვენ დრო არ გვეყო იმისთვის, რომ ჩვენ ამომრჩეველს დავენახეთ ოპოზიციურ პარტიად. არჩევნების შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ახალი ძალები პარტიაში. უნდა გავიაროთ რეფორმები, უნდა ვიყოთ მკვეთრად ორიენტირებული იდეოლოგიაზე, ღირებულებებზე და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც დავით უსუფაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და მან დატოვა პარტია", - განაცხადა "რუსთავი 2"-თან საუბრისას ხათუნა სამნიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი