აუდიტის სამსახურმა დედაქალაქის მერიის ფინანსური შემოწმება იმის გამო გადადო, რომ მასალების დიდი ნაწილი პროკურატურას აქვს ამოღებული. როგორც ლაშა თორდიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ "კვირაში" დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ შემთხვევაში აუდიტის სამსახურმა თბილისის მერიის თხოვნა გაითვალისწინა.
"თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როცა მერიაში ახალი ხელისუფლება მივიდა, ჩვენ მათ მივწერეთ წერილი, რომ მოეწოდებინათ ინფორმაცია იმ მასალების შესახებ, რომლებიც მერიაში იყო დარჩენილი (ვიცოდით, რომ გარკვეული მასალები პროკურატურაში იყო გადაგზავნილი). მოგვივიდა პასუხი, რომ პროკურატურის მიერ მთელი რიგი დოკუმენტაცია იყო ამოღებული და გვთხოვეს, აუდიტის სამსახური არ შესულიყო მერიაში, სანამ საგამოძიებო უწყება შესწავლას არ დაასრულებდა და დოკუმენტაციის სისტემატიზაცია არ მოხდებოდა. ჩვენც ამის გამო შევიკავეთ თავი თბილისის მთავრობაში შესვლისგან, თუმცა მიმდინარე წლის განმავლობაში მაინც ვაპირებთ, რომ მერიის შემოწმება განვახორციელოთ," განაცხადა ლაშა თორდიამ და დაამატა, რომ მისი სამსახური მიმდინარე შემოწმებებს, თითქმის ყველა სამინისტროში, ასევე მთავრობის ადმინისტრაციაშიც ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.