სააპელაციო სასამართლომ "ლეიბორისტული პარტიის" საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. პარტია 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ითხოვდა.
"ბიძინა ივანიშვილის მიერ პრივატიზებულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც ერთი ჩვენს მიერ დაყენებული შუამდგომლობა. ვითხოვდით რას - დაკითხულიყო პროცესზე ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე განაცხადა, რომ მაღალი რეიტინგის მიუხედავად, "ლეიბორისტულ პარტიას" არ შეუშვებდა პარლამენტში. რომელმაც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დააკონკრეტა, რომ გაიყვანდა 120 დეპუტატს და მოიპოვებდა საკონსტიტუციო უმრავლესობას. აი, ამ საკითხებზე არ უნდა დაკითხულიყო მთავარი ორგანიზატორი და სქემის შემდგენელი, დამნაშავე ამ გაყალბებული არჩეევნბის?", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
"ლეიბორისტებმა" დღვანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.