საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავით უსუფაშვილის მიერ "რესპუბლიკური პარტიის" დატოვებას ეხმაურება.
როგორც ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, დასანანია "ის, რაც დღეს ვიხილეთ".
კითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ დავით უსუფაშვილმა ითანამშრომლოს "ქართულ ოცნებასთან" რაიმე სტატუსით, პრემიერი ასე პასუხობს:
"მე არ ვიცი რა ტიპის თანამშრომლობაზე შეიძლება იყოს საუბარი, ბატონ დავითს ჰკითხეთ თვითონ, იმ შეფასებების მერე, რომელიც მან გააკეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ, აქვს თუ არა სურვილი საერთოდ ასეთი ტიპის თანამშრომლობის".
"ძალიან გულდასაწყვეტი იყო ის ბოლო ნაბიჯები განსაკუთრებით, რომლებიც "რესპუბლიკელებმა" გადადგეს. არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის მეორე დღესვე, დაიწყო აბსოლუტურად არაადექვატური, შეტევითი კამპანია "ქართულ ოცნებაზე" და უბრალოდ ძალიან გულდასაწყვეტია.
პოლიტიკაში, ალბათ, გულდაწყვეტების ადგილი არ არის. დასანანია, თუ როგორ განვითარდა "რესპუბლიკური პარტიის" საარჩევნო კამპანიაც, რიტორიკაც და დასანანია ისიც, რაც დღეს ვიხილეთ ჩვენ.... პოლიტიკაში გამორიცხული არაფერი არ არის. მე მინდა მას წარმატება ვუსურვო და მინდა ვთქვა ასევე, რომ ის არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.