„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევვარდეთ პარლამენტში და გამოვცვალოთ კონსტიტუცია, ეს არ არის ჩვენი მთავარი მიზანი, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "იმედის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.
"ეს არის დაახლოებით ერთწლიანი პროცესი განხილვების, მათ შორის, პარლამენტში არსებობს პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს, რომ ეს არ მოხდეს ჩქარა და ამას დაახლოებით, დასჭირდება ერთ წელი. ჩემი გათვლებით, ეს ასე იქნება. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები მანამდე გადასაწყვეტი და ეს არის ჩვენი ეკონომიკური განვითარება. ეს არის სასამართლო რეფორმის მეორე ტალღა, რომელიც აუცილებლად გასაგრძელებელია და ვფიქრობ, რომ ამას თან უნდა გასდევდეს ფართო ფორმატში განხილვა საკონსტიტუციო ცვლილებების", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლებები იყო დაბალანსებული.
„ყველაფერი ხომ იმიტომ კეთდება, რომ ქვეყნის მოსახლეობის აზრის მოსმენა იყოს შესაძლებელი ხელისუფლების მიერ და იყოს ძალაუფლებები დაბალანსებული. ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც მიისწრაფვის ხელისუფლების უზურპაციისკენ. ჩვენ ეს დავადასტურეთ და მინდა ამ კუთხით ყველანაირი შიში მოვხსნა. ჩვენ ვართ განწყობილი, რათა ქვეყანაში დამკვიდრდეს ევროპული ტიპის დემოკრატია, ევროპული ტიპის ინსტიტუციები და ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს ის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, რომელიც ჩვენთვის არის ძვირფასი და რომელიც არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილის გამოხატულება. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ძალაუფლების ცვლილება, მოახდენს, თუ არა ძალაუფლების კონცენტრაციას არ არის აქტუალური. ჩვენ ისეთ კონსტიტუციას მივიღებთ, რომელიც ნებისმიერი პარტიის ძალაუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გამორიცხავს ხელისუფლების უზურპაციას, - განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.