ცესკო-ს სპიკერი: მთაწმინდის მე-18 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა მოტყუებით შესვლას და უფლებამოსილების გადამეტებას
30-10-2016, 01:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური საარჩევნო კომისია მთაწმინდის მე-18 საარჩევნო უბანზე 29 ოქტომბერს მოხდარ ინციდენტზე საუბრობს.

 

 

"დაახლოებით, საღამოს 07:20 სთ-ზე, სამი პირი მივიდა მთაწმინდის #18-ე უბანზე, მათ დაცვის პოლიციას თავი წარუდგინეს როგორც საარჩევნო ოლქის წარმომადგენლებმა. ეს პირები უბანზე შევიდნენ, როდესაც უბანი იყო უკვე დაკეტილი მასალებთან ერთად და მათ დაიწყეს საარჩევნო მასალების დათვალიერება, გადაღება, უჯრების გახსნა, სადაც მასალა ინახებოდა, მათ შორის ცესკოს ინფორმაციით გადაიღეს სამაგიდო სიებიც, რომელიც შეიცავს ამომრჩევლის პერსონალურ მონაცემებს, პირად ნომრებს.

 

 

მოგვიანებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები არ იყვნენ ოლქის წარმომადგენლები, მათ ჰქონდათ დამკვირვებლის და პარტიის წარმომადგენლობის სააკრედიტაციო მოწმობები.

 

 

დაცვის პოლიციამ მათ დაატოვებინა უბანი. ადგილზე მასალების გადასამოწმებლად მივიდნენ ოლქისა და ცესკოს წარმომადგენლები, ასევე უბნის თავმჯდომარე; შეტყობინება შევიდა 112-ზე და გამოძახებული იყო პოლიცია. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო მასალა და დოკუმენტაცია არის უბანზე სრულყოფილი და დაუზიანებელი, აღნიშნული წარმოადგენს დაკეტილ საარჩევნო უბანზე მოტყუებით შესვლას და უფლებამოსილების გადამეტებას.

 

 

შესაბამისად, მივმართავთ დამკვირვებლებს, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს იმოქმედონ კანონის ფარგლებში, არ გასცდნენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას საქმიანობის განხორციელებაში", - განაცხადა ცესკოს- სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი