ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საუბნო კომისიის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი ხმაურის გამო უბნიდან გააძევა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდნენ. გიგა ბოკერიას განაცხადებით, პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს.
სოზარ სუბარმა კი „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. სუბარის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უბნის შედეგების გაუქმებაზე იმიტომ საუბრობს იცის, რომ წაგებული აქვს არჩევნები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.