ირაკლი კობახიძე: "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს განზრახული მარნეულის 50-ე უბნის ხელოვნურად ჩაშლა, ამისათვის მათ დაგეგმილი აქვთ შესაბამისი ზომების მიღება
30-10-2016, 04:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ გვაქვს მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს განზრახული მარნეულის 50-ე უბნის ხელოვნურად ჩაშლა, ამისათვის მათ დაგეგმილი აქვთ შესაბამისი ზომების მიღება, - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 


"მინდა გაგაცნოთ ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. საარჩევნო უბნებზე არ ფიქსირდება მნიშვნელოვანი დარღვევები, რაზეც დღეს უკვე გააკეთეს შესაბამისი განცხადებები ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა. გვინდა გამოვეხმაუროთ კიდევ ერთხელ გუშინდელ ინფორმაციას, რომელიც გავრცელდა ნაც.მოძრაობის მხრიდან. ამ ინფორმაციაზე დღეს გაამახვილეს კიდევ ერთხელ ყურადღება არასამთავრობო ორგანიზაციებმა. საქმე ეხება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ადგილობრივი ხელისუფლების თუ „ქართული ოცნების“ დავალებით, საჯარო მოხელეებს ევალებათ, ასე ვთქვათ, ოთხკუთხედი ფორმით ბიულეტენების შემოხაზვა. ეს არის დეზინფორმაცია, ამაზე ჩვენ გუშინაც გავაკეთეთ განცხადება და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. ჩვენ ვეთანხმებით, რა თქმა უნდა, არასამთავარობო ორგანიზაციების შეფასებებს ამასთან დაკავშირებით, ეს არის, ბუნებრივია, კანონის დარღვევა, ამგვარი ფაქტი არის კანონის დარღვევა, ასეთი რამ ჩვენის მხრიდან არ მომხდარა. ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ.

 


ერთი კონკრეტული ინფორმაცია, ჩვენ გვაქვს მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ნაც. მოძრაობას აქვს განზრახული მარნეულის 50-ე უბნის ხელოვნურად ჩაშლა, ამისათვის მათ დაგეგმილი აქვთ შესაბამისი ზომების მიღება. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ასეთი რამ არ გააკეთონ, დაუშვებელია ასეთი ფორმებით მოქმედება საარჩევნო პროცესში და მოვუწოდებთ ჩვენს დამკვირვებლებს, ჩვენს წარმომადგენლებს უბანზე, რომ არ დაუშვან ასეთი რამ მარნეულის 50-ე საარჩევნო უბანზე.

 


აღვნიშნავთ, რომ აქტივობა არის საკმაოდ დაბალი არსებული მონაცემებით, ათი საათის მონაცემებით. ძალიან მნიშვნელოვანია გაიზარდოს აქტივობა. მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ გავიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გაეცეს ჩვენს ქვეყანაში ძალადობას. ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გამყარდეს ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ 8 ოქტომბრის არჩევნებში", - განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი