"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
კობახიძე აცხადებს, რომ მომხდარი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო პროვოცირებული.
"ნაციონალური მოძრაობის" ცნობით, პარტიის მხარდამჭერი ალბერტ მერებაშვილი გორის საკრებულოს წევრმა, კობა ბერიანიძემ სცემა.
”სოფელ სობისში, გორის საკრებულოს წევრმა, კობა ბერიანიძემ ზონდერებთან ერთად სცემა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ალბერტ მერებაშვილი”, - აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".
კობახიძის თქმით, ფიზიკური დაპირისპირება იყო ორმხირვი და პირველად ალბერტ მერებაშვილმა დაარტყა „ქართული ოცნების“ აქტივისტს.
„ალბერტ მერებაშვილი, რომელიც არის კიგბოქსიორი, სპორტსმენი და ბადრი ბასიშვილის ზონდერდაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, მისული იყო საარჩევნო უბანთან. ეს ადამიანი გახლავთ თბილისის კუდ-ის ყოფილი უფროსის რევაზ შიუკაშვილის დისშვილი. თუ რა ტიპის ადამიანებთან გვაქვს საქმე, ეს კარგად წარმოაჩენს. მან მძიმე პროვოკაციაზე სცადა ჩვენი აქტივისტების წამოკიდება. ჩვენი აქტივისტები მობილიზებული იყნენ საარჩევნო უბანთან. მან სცადა შეურაცხყოფის მიყენება „ქართული ოცნების“ აქტივისტებისათვის. აქ საუბარი იყო გინებაზე ძალიან უწმაწური ფორმით იყო ეს ყველაფერი გამოხატული. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში პირველად ჩვენს აქტივისტებთან სწორედ ალბერტ მერებაშვილი შევიდა, რომელმაც დაარტყა ერთ-ერთ ჩვენს აქტივისტს, რასაც ორმხრივი ჩხუბი მოჰყვა. დაშავებულები არიან ორივე მხრიდან, ასევე თავად ალბერტ მერებაშვილი", - აცხადებს კობახიძე.
მისი თქმით, მერებაშვილის მამის, იმედი შიუკაშვილის დაკავება პოლიციისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და წინააღმდეგობის გაწევის გამო მოხდა.
"ამის შემდეგ მერებაშვილის მამა მივიდა ადგილზე, რომელიც შევიდა შელაპარაკებაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან. მათ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ამის საფუძველზე იმედი შიუკაშვილი არის დაკავებული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.