12:00 სთ-ისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 12.71% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 315 009 ამომრჩეველია, - განუცხადა ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ მედიას ცესკო-ში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა №37 მაჟორიტარული ოლქის მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 22.7% შეადგინა. ასევე 50 მაჟორიტარულ ოლქს შორის ყველაზე მეტი აქტივობა არის №60-ე მაჟორიტარული ოლქის ლანჩხუთი-ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე - 19,9% და №51 მაჟორიტარული ოლქის ბაღდათი-ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე - 18.5%.
12:00 სთ-ის მდგომარეობით, ყველაზე დაბალი აქტივობა ფიქსირდება №41 მაჟორიტარული ოლქის გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე - 7,2%. ასევე დაბალი აქტივობაა №9 მაჟორიტარული ოლქის ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 7.9% შეადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.