ცენტრალური საარჩევნო კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირკიტაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ფაქტი ჯერჯერობით შესწავლილი არ არის.
„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, კომენტარს ვერ გავაკეთებთ, რადგან ინფორმაცია ჯერჯერობით შესწავლილი არ არის. რამდენადაც ინფორმაციას ვფლობთ, მსგავსი ფაქტი მხოლოდ უბნის გარეთ არის დაფიქსირებული. რაც შეეხება დეტალებს, ამას შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები შეისწავლიან. საუბარი არ არის კომისის წევრზე“, - განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის მოსყიდვას ახდენს. მისივე ცნობით, ფაქტი 30-ე საარჩევნო ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.