თინათინ ბოკუჩავა: გორში, ქუთაისში, რუსთავში საარჩევნო უბნებთან ჩვენ ვხედავთ დიდი კონცენტრაციით სპორტსმენებს
30-10-2016, 06:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე დაპირისპირების საფრთხე არსებობს. როგორც საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, გორში, ქუთაისში, რუსთავში საარჩევნო უბნებთან დიდი რაოდენობით სპორტსმენები იკრიბებიან.

 

 

"ჩვენ ვხედავთ დიდი კონცენტრაციით სპორტსმენებს, რომლებიც იკრიბებიან მაგალითად, გორში, ქუთაისში, რუსთავში. გორში განსაკუთრების დიდი კონცენტრაციია სოფელ გარეჯვარში, 50-ე უბანთან, სადაც ამ ყველაფრის კოორდინაციას ახდენს ზურაბ მურადაშვილი. ასევე მნიშვნელოვანია ოქროყანა, სადაც კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი იმყოფება. ისინი იღებენ ალკოჰოლს და აშინებენ მოსახლეობას", - განაცხადა ბოკუჩავამ.

 

 

მისივე თქმით, რუსთავში დაფიქსირდა მოსყიდვის ფაქტი; ვაზისუბანში, დიღომში რამდენიმე დამკვირვებელს გადაღების საშუალება არ მიეცათ. 

 

 

"არის რამდენიმე უბანი, სადაც დაფიქსირდა მარკირებიანიადამიანების შესვლა რამდენჯერმე უბნებზე. ასეთი ფაქტი დაფიქსირებულია მთაწმინდაში მე-9, მე-8 და 16-ე უბნებზე, ისევე როგორც ისანში და მარნეულში, კერძოდ მე-17 უბანზე", - აღნიშნა ბოკუჩავამ.

 

 

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მოუწოდებს შს სამინისტროს, მოსალოდნელი საფრთხეებისა და პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, მიიღოს შესაბამისი ზომები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი