ცესკო-ს სპიკერი: ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 47 საჩივარი შევიდა
30-10-2016, 08:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საერთო ჯამში საოლქო საარჩევნო კომისიებში 47 საჩივარი შევიდა, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე. 

 

 

მისივე განმარტებით, საჩივართა უმეტესობა პროცედურულ ხარვეზებს ეხება.

 

 

"ისნის მაჟორიტარული საარჩვენო ოლქის 2 უბანზე კიდევ ერთხელ აღიკვეთა 2 დამკვირვებლის მხრიდან ყალბი აკრედიტაციის მოწმობების გამოყენების მცდელობა. შეგახსენებთ, რომ ამავე მაჟორიტარულ ოლქში, მსგავსი ფაქტები გამოვლინდა №49-ე და №66-ე უბნებზე.

 

 

მცხეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს 1 წევრი და გამგებლის მოადგილე ცდილობდნენ დაკვირვებოდნენ არჩევნებს სადამკვირვებლო ორგანიზაციის ეგიდით. აღნიშნული პიროვნებების მონაცემები გადაამოწმა საარჩევნო ადმინისტრაციამ და მათ გაუუქმდათ დამკვირვებლის სტატუსი.

 

 

მარკირებული ამომრჩევლების მასობრივი მისვლა დაფიქსირდა მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დარჩათ მარკირება, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია. მსგავსი თითო ფაქტი დაფიქსირდა ისნისა და ფოთის მაჟორიტარული საარჩვენო ოლქების თითო უბანზე, სადაც ამომრჩევლებს, მას შემდეგ რაც დაუდგინდათ მარკირების პროცედურის გავლა, არც ერთმა ზემოაღნიშნულმა კომისიამ, კანონის შესაბამისად, არ მისცა ხმის მიცემის განხორციელების შესაძლებლობა. მთაწმინდის ფაქტთან დაკავშირებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაწერა საჩივარი.

 

 

ბათუმის №70 მაჟორიტარული ოლქის №76 უბანზე 11.10 საათზე უბანზე მისულმა ამომრჩეველმა შევსებული საარჩევნო ბიულეტენი ძირითადი ყუთის ნაცვლად მოათავსა გადასატან საარჩევნო ყუთში. აღშნიშნული ფაქტის შემდეგ გადასატანი ყუთი დაილუქა.

 

 

ხელვაჩაურის №72 მაჟორიტარული ოლქის №10 უბანზე იმყოფებოდა პარტია ქართული ოცნების ორი წარმომადგენელი ერთდროულად. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ერთ-ერთ მათგანს უბანი დაატოვებინა.

 

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცირე ხნით გამოირთო ელექტროენერგია. აღნიშნული პრობლემა რამდენიმე წუთში აღმოიფხვრა და მას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისთვის ხელი არ შეუშლია, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი