ცესკო-ს სპიკერის განცხადებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მარკირებული ამომრჩევლების მასობრივი მისვლა დაფიქსირდა.
როგორც ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული პირები ამბობენ, რომ მათ მარკირება 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დარჩათ.
"აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დარჩათ მარკირება, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია. მსგავსი თითო ფაქტი დაფიქსირდა ისნისა და ფოთის მაჟორიტარული საარჩვენო ოლქების თითო უბანზე, სადაც ამომრჩევლებს, მას შემდეგ რაც დაუდგინდათ მარკირების პროცედურის გავლა, არც ერთმა ზემოაღნიშნულმა კომისიამ, კანონის შესაბამისად, არ მისცა ხმის მიცემის განხორციელების შესაძლებლობა. მთაწმინდის ფაქტთან დაკავშირებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაწერა საჩივარი", - განაცხადა ანა მიქელაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.