ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 30.99% შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, 17:00 საათისთვის, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 767 907-მა ამომრჩეველმა.
"ოლქების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა 37-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მცხეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც უბნებზე ამომრჩეველთა 51.6% გამოცხადდა.
50 ოლქს შორის, მაღალი აქტივობა არის ახალციხე/ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე 46.7% და ლანჩხუთი/ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე 45.7%.
17:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე დაბალი აქტივობა 41-ე ოლქში, გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც უბნებზე ამომრჩევლების 17.7% მივიდა. ასევე, დაბალი აქტივობაა მე-9 ოლქში, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 21.4%-მა", - განაცხადა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.