ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, მანდარინისთვის ხელის მოკიდება ან რაიმე ციტრუსთან შეხება არ ტოვებს იმ კვალს, რასაც ტოვებს მარკირება.
„მარკირების აპარატი ისეა მოწყობილი, რომ შესაბამისი მინათების შედეგად, შესაძლებელია, დადგინდეს მხოლოდ ის შხეფები, რომელიც მხოლოდ მარკირების შედეგად არის განხორციელებული. მანდარინის ხელის მოკიდება ან რაიმე ციტრუსთან შეხება არ ტოვებს იმ კვალს, რასაც ტოვებს მარკირება. თუმცა აღნიშნულს კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ და მოგაწოდებთ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით", - აღნიშნა მიქელაძემ.
ცესკო-ს სპიკერმა განმარტება გააკეთა ასევე საიას თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებაზეც, რომ მარკირებასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა ბევრ ისეთ ამომრჩეველს, რომელსაც მანიკური ე.წ. შილაკი ჰქონდა გაკეთებული.
„მინდა გითხრათ, როდესაც შილაკი კეთდება, ეს არის ერთგვაროვანი, ზუსტად მოცემულ თითებზე, ხოლო რაც შეეხება მარკირებას, მარკირების სითხის შესხმის შედეგად არის განსხვავებული შხეფები თითზე", - განაცხადა მიქელაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.