ირაკლი კობახიძე: აჰმედ იმამყულიევს დაწყებული აქვს მუშაობა იმისთვის, რომ მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში ხელოვნურად ჩაშალოს რამდენიმე უბანი
30-10-2016, 10:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, აჰმედ იმამყულიევს ახალგზრდების მობილიზება აქვს განზრახული.

 


"კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არჩევნები წარიმართება კვლავაც არსებითად მშვიდ გარემოში. მნიშვნელოვანი დარღვევები კვლავაც არ ფიქსირდება საარჩევნო უბნებზე. მინდა გაგაცნოთ ინფორმაცია ორ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი. პირველი უკავშირდება მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაჟორიტარობის კანდიდატს ნაციონალური მოძრაობიდან, იმამყულიევს განზრახული აქვს ახალგაზრდების მობილიზება. მას აქვს დაწყებული მუშაობა უკვე ამაზე, იმისათვის, რომ ხელოვნურად ჩაშალოს რამდენიმე უბანი მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში. აქ საუბარია ყიზილაჯლოს უბანზე კვლავ და ასევე საუბარია ქალაქ მარნეულის რამდენიმე საარჩევნო უბანზე. ეს არის ინფორმაცია, ჩვენ ვაფრთხილებთ ყველა ამ ადამიანს, რომელიც შეიძლება იყოს ჩართული ასეთ პროვოკაციებში, რომ თავი შეიკავონ კანონდარღვევისგან, ამას აუცილებლად ექნება შესაბამისი რეაგირება", - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა რურუა საარჩევნო უბნებზე არეულობის მოწყობას გეგმავს.

 


"მეორე ფაქტი დაკავშირებულია ქალაქ თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქთან, სადაც, როგორც ჩანს ნიკოლოზ რურუამ გაიგო უკვე წინასწარი შედეგები არჩევნების და მას განზრახული აქვს ასევე არეულობის მოწყობა ჩვენი ინფორმაციით საარჩევნო უბნებზე, ამისათვის ის აქტიურად იყენებს ჩვენს მიერ არაერთხელ ნახსენებ ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციას ALLMEDIA-ს, რომელიც ასე ვთქვათ პრესის საშუალებად არის დარეგისტრირებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და რომელსაც ჰყავს დარეგისტრირებული ათასობით ე.წ. დამკვირვებელი. ნიკოლოზ რურუა აპირებს ამ ორგანიზაციის გამოყენებას იმისათვის, რომ შექმნას არეულობა. ამის ნიშნები უკვე თვალსაჩინოა საარჩევნო უბნებზე. სამწუხაროდ, ეს ადამიანები, ე.წ. დამკვირვებლები ცდილობენ ხელოვნურად შეაფერხონ საარჩევნო კომისიების მუშაობა საარჩევნო უბნებზე მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. ამ შემთხვევაშიც მოვუწოდებთ ჩვენ ნაც.მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან, საარჩევნო პროცესის ხელოვნურად ხელის შეშლისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამასაც, ბუნებრივია, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება", - აცხადებს კობახიძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი